იური აკოპოვის ფოტოსკოლა "ფოტოგრაფიის საბაზისო კურსი"
გინდა გადაიღო მაღალი დონის ფოტოები ყველა ჟანრში (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი და ა.შ), მაგრამ არ იცი სად ისწავლო ფოტოგრაფიის თეორია და პრაქტიკა "ნულიდან"?
მაშინ ჩემი ფოტოგრაფიის საბაზისო კურსი შენთვისაა!
ფოტოსკოლის ჯგუფი
კურსის ლექტორი იური აკოპოვი პროფესიონალი ფოტოგრაფი
რამდენიმე ქართული ფოტოკონკურსის გამარჯვებული და მონაწილე.
ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ვინც ახლახანს იყიდა კამერა, ასევე მოყვარული ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც ცდილობენ ცოდნის გაღრმავებას. ჩვენ ვასწავლით ნულიდან, ყველაფერს ავუხსნით მარტივ, გასაგებ ენაზე მოუმზადებელი მსმენელისთვის.
რა კამერა მჭირდება კურსისთვის?
ნებისმიერი ციფრული კამერა, რომლსაც აქვს მანუალ რეჟიმის ფუნქცია. თუ გაქვთ DSLR ან კომპაქტური კამერა ცვალებადი ობიექტივებით, მაშინ ეს ნამდვილად გამოდგება.
თითოეული გაკვეთილი მოიცავს:
აუცილებელ თეორიულ ნაწილილს
პრაქტიკულ ნაწილს
საშინაო დავალების ანალიზი
პასუხები თქვენს კითხვებზ
სწავლის აქცენტი:
გადაღების პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.
სასწავლო პროგრამა მოიცავს საშინაო დავალებებს.
პრაქტიქულ გადაღებებს სტუდიაში და გარე ლოკაციებზე.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
სად და რა ფორმატში ტარდება გაკვეთილები?
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას (8 გაკვეთილი). გაკვეთილები ტარდება თბილისში ჩვენს ფოტო სტუდიაში Creative Room Photo Studio კვირაში ერთხელ დასვენების დღეს. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 3,5 საათი, შუა გაკვეთილზე იქნება coffee break შესვენება თითოეული გაკვეთილის შემდეგ გექნებათ 1 კვირა მასალის ათვისებისა და საშინაო დავალების შესასრულებლად.
თქვენ არ გჭირდებათ თან იქონიოთ რვეულები და ჩაწეროთ გაკვეთილების მნიშვნელოვანი მომენტები! გაკვეთილის ყველა მნიშნელოვანი ნაწილი ჩაწერილი იქნება ვიდეოზე.
თუ რაიმე მიზეზით გამოტოვეთ გაკვეთილი, ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ მას მოგვიანებით, ისე რომ არ ჩამორჩეთ გაკვეთილებს.
გაკვეთილების ვიდეო ჩანაწერები აიტვირთება ჩვენს დახურულ ჯგუფში ფეისბუქზე და ხელმისაწვდომი იქნება ერთი წლის განმავლობაში, რათა უკეთ აითვისოთ შესწავლილი მასალა!
რას ისწავლით?
ფოტოკამერა
ჩვენ შევისწავლით როგორ მუშაობს კამერა, რა სახის კამერები არსებობს, რა განსხვავებაა მათ შორის, გავაანალიზებთ ძირითად მახასიათებლებს, როგორიცაა ჩამკეტის სიჩქარე, დიაფრაგმა, სინათლის მგრძნობელობა, თეთრის ბალანსი, სიმკვეთრის სიღრმე და ა.შ.
ობიექტივები
თქვენ შეისწავლით რა არის ობიექტივი, რა სახის ობიექტივები არსებობს, როგორ მოქმედებს ობიექტივის თვისებები გამოსახულებაზე, როგორ შეარჩიოთ სწორი ობიექტივი თქვენი ამოცანებისათვის მომავალში.
გადაღების ტექნიკა
თქვენ შეისწავლით თუ როგორ მუშაობს კამერის სხვადასხვა რეჟიმი, როგორ მივაღწიოთ სწორ ექსპოზიციას, რა არის ექსპოზიციის სამკუთხედი, ისწავლით კამერასთან მუშაობას ხელის და ნახევრად ავტომატურ რეჟიმში, ისწავლით როგორ მიაღწიოთ სასურველ სიმკვეთრის სიღრმეს (ბოკეს), ისწავლით როგორ მიიღოთ სხვადასხვა მხატვრული შედეგები ხანგრძლივი დაყოვნების მეშვეობით
კომპოზიცია არის კარგი ფოტოსურათის საფუძველი
ისწავლით ჰარმონიული კადრის აგების ტექნიკას, გავაანალიზებთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებსაც უშვებენ დამწყები ფოტოგრაფები თავიანთ საქმიანობაში.თქვენ შეისწავლით თუ როგორ უნდა გადაიღოთ ლამაზი სურათები ბუნებრივ შუქზე პრაქტიკაში
შუქთან მუშაობა
თქვენ შეისწავლით თუ როგორ მოქმედებს შუქი გამოსახულებაზე, შეისწავლით თუ როგორ გამოიყენოთ ფლეშ განათება სწორად, ისწავლით გადაღებას გარეთ ხელოვნური შუქის გამოყენებით. ასევე ჩვენ შევისწავლით სტუდიაში მუშაობის საფუძვლებს. გადავიღებთ პორტრეტის სტუდიური განათების ძირითადი სქემებით
ფოტოს დამუშავება
გავეცნოთ AdobeLightroom პროგრამის ინტერფეისს. შევისწავლით რავ ფაილის საბაზისო დამუშავებას, ფოტოების მომზადება ინტერნეტში გამოსაქვეყნებლად და დასაბეჭდად
საბაზისო კურსის ფასია 1200 ლარი/ 8 გაკვეთილი
რა ბონუსებს მიიღებთ კურსის დამთავრების შემდეგ?
Facebook-ში შეიქმნება ჩვენი კურსის დახურული ჯგუფი, სადაც გექნებათ ურთიერთობის საშუალება თანაკურსელებთან და პედაგოგთან, შეძლებთ ატვირთოთ თქვენი ნამუშევრები და მიიღოთ ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე ჩვენს ჯგუფში ყოველთვის შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი გაკვეთილების ვიდეოჩანაწერები, რათა უკეთ აითვისოთ შესწავლილი მასალა!
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენ არ გემშვიდობებით! ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად გახდება ჩვენი სკოლის ფოტოკლუბის წევრი რაც საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ურთიერთობა მასწავლებელთან, და კოლეგებთან და მიიღოთ სასარგებლო რჩევები და მხარდაჭერა.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ჯგუფში რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ აკადემიის FB გვერდის პირად შეტყობინებაში, გამოიწერეთ აკადემიის FB გვერდი და გაწევრიანდით აკადემიის FB ჯგუფში